დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340040000.10.003.019858 |
|
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 340040000.10.003.019743) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიის საკუთრებაში არსებულ ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95%-ისა განეკუთვნება სტანდარტული სორტიმენტის კულტურული ვაზის ჯიშებს (აბორიგენული და ინტროდუცირებული);“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამონაწერი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტის ან/და მეპაიეების საკუთრებაში მიწის ნაკვეთების არსებობის თაობაზე;“; გ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში ვაზის ნარგაობის არსებობის თაობაზე.“. 2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. პრეტენდენტმა 2017 წლის პირველ აგვისტომდე სააგენტოს უნდა წარუდგინოს სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიის საკუთრებაში არსებულ პროგრამაში ჩართულ ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშების ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვერ მიიღებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ კაპიტალურ ინვესტირებას.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარუდგენლობა არ ჩაითვალოს ხარვეზად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები