„აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019851
142
23/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
010110020.10.003.019851
„აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №142

2017 წლის 23 მარტი

   ქ. თბილისი

 

„აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/08/2016, 010110020.10.003.019483) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) ფიზიკური პირების „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აბონენტებად განსაზღვრა შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტ(ებ)ის მიერ მიწოდებული, საკუთარი აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) პირადი ნომრების, გვარებისა და აბონენტის ნომრების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით არსებულ მონაცემებთან − პირად ნომრებსა და გვარებთან შედარების საფუძველზე;

ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ყველა აბონენტის (მიუხედავად ერთი ფიზიკური პირის აბონენტად რეგისტრაციის რაოდენობისა) მიერ ყოველთვიურად (30 კალენდარული დღე) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 50%-ის ოდენობით ანაზღაურება, შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივი მოხმარების ოდენობიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტით მისადაგებული სამომხმარებლო ტარიფით გაანგარიშებული ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ერთ აბონენტზე თვეში 100 კვტ. სთ ელექტროენერგიის საფასურისა. ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ეთხოვოს/ეთხოვოთ შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტ(ებ)ს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) შესახებ ინფორმაციის (პირადი ნომრები, გვარები და აბონენტის ნომრები) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენა.“.

3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ანგარიშის (ასანაზღაურებელი თანხა) და მე-4 მუხლით წარდგენილი მონაცემების სისწორის შემოწმება და/ან რაიმე სახის კორექტირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი