დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის იმპლემენტაციის მომზადებისა და საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.019854 |
|
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის იმპლემენტაციის მომზადებისა და საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
|
| მუხლი 1 |
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№255-IIს) მე-2 მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის იმპლემენტაციის მომზადების აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით:
ა) შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: გიორგი მეჟლუმიანი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სმართ ლოჯიქის (SMART LOGIC) დირექტორი; ირაკლი გვენეტაძე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე; შოთა ჩაჩხუნაშვილი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი სანაძე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სმართ ლოჯიქის (SMART LOGIC) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი; ბ) სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ეთხოვოთ: კახა სარალიძეს − საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსს; გიორგი ასანიძეს − თბილისის საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს; თამარ სულაქველიძეს − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს. 2. სამუშაო ჯგუფის ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების მიზნით მოთხოვნათა ანალიზის დოკუმენტის შემუშავება; ბ) სასამართლოში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა მასში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მოდულის ინტეგრირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით; გ) სასამართლოში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მოდულის ინტეგრირებისათვის ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების მოცულობისა და შესაბამისი რესურსების განსაზღვრა; დ) საპროექტო ჯგუფის შექმნა და მასში შემავალი პირების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსაზღვრა; ე) საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნის ვადის განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი; ვ) საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა; ზ) საპროექტო ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია და საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნის პროცესის მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში ხელის შეწყობა; თ) 2017 წლის 1 ივლისიდან მოსამართლეთა შორის საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის გაშვება საპილოტო რეჟიმში რუსთავის საქალაქო სასამართლოში და მისი ტექნიკური მონიტორინგი სატესტო პერიოდში ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით; ი) სატესტო პერიოდის დასასრულ, საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვა საერთო სასამართლოებში და მასზე, უსაფრთხოების მექანიზმების ჩათვლით, სრული კონტროლის მართლმსაჯულების სისტემისათვის გადაცემა. 3. სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ფუნქციების განხორციელების შედეგად, სამუშაო ჯგუფმა 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნა და კოორდინაცია გაუწიოს საერთო სასამართლოებში მის დანერგვას. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებული სამუშაოს დასრულებისთანავე სამუშაო ჯგუფი წყვეტს არსებობას. 6. ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფი არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის №754 ბრძანებით შექმნილი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციის მომზადებისა და საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის უფლებამონაცვლე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები