„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.019853
144
23/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
010140010.10.003.019853
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №144

2017 წლის 23 მარტი

   ქ. თბილისი

 

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის        მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში (სსმ, №134, 19.10.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1მუხლი:

„მუხლი 12. ამ დადგენილების 11 მუხლით გათვალისწინებული ორგანიზაციები სარგებლობენ საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციის სტატუსით. ამ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დებულების 41 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა)  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა6“ ქვეპუნქტი:

„ა6) ამ დებულების 41 მუხლით დადგენილი წესით, მიგრაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს მიანიჭოს ან შეუწყვიტოს საკონსულტაციო სტატუსი;“;

ბ)  მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. საკონსულტაციო სტატუსი

1. საკონსულტაციო სტატუსის მიზანია კომისიის ანალიტიკურ და ექსპერტულ შესაძლებლობათა გაძლიერება და მხარდაჭერა.

2. საკონსულტაციო სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება მიგრაციის სფეროში, რაც დასტურდება მის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოკლე აღწერით;

ბ) ბოლო 3 წლის მანძილზე მიგრაციის სფეროში ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელებული პროექტები, მათ შორის, ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, მიგრაციის სფეროში ბოლო 2 წლის მანძილზე განხორციელებული მინიმუმ 2 პროექტი, რაც დასტურდება პროექტების აღწერილობითა და მიღწეული შედეგების დახასიათებით.

3. საკონსულტაციო სტატუსის მოთხოვნის შესახებ განაცხადი და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარედგინება სამდივნოს, რომელიც საკითხს ამზადებს კომისიის სხდომაზე განსახილველად.

4. საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით/მიწვევით შეიძლება დაესწრონ კომისიის სხდომებსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში და წარადგინონ შესაბამისი წინადადებები.

5. საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები კომისიის სხდომებსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ სარგებლობენ ხმის მიცემის უფლებით.

6. ორგანიზაციას საკონსულტაციო სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ:

ა) მოწვევის მიუხედავად, წელიწადში ორჯერ არ დაესწრო კომისიის სხდომას ან/და სამუშაო ჯგუფის შეხვედრას;

ბ) ბოლო 1 წლის მანძილზე არ განუხორციელებია პროექტები მიგრაციის სფეროში;

გ) საკონსულტაციო სტატუსის მინიჭების შემდეგ მის მიერ განხორციელებული პროექტები არ გამომდინარეობს მიგრაციის სფეროში ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებიდან.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ორგანიზაციას საკონსულტაციო სტატუსი შეუწყდება კომისიის მიერ საკითხის განხილვის გარეშე, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, საკონსულტაციო სტატუსის შეწყვეტის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

8. საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციების ნუსხა ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე: www.migration.commission.ge.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი