„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019847
139
23/03/2017
ვებგვერდი, 24/03/2017
480140000.10.003.019847
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №139

2017 წლის 23 მარტი

   ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2017 წლის 23 თებერვალს ხელმოწერილი „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი