„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 493-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.018360
493-IIს
23/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
430040000.05.001.018360
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლის:

ა) პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ:

ა) მიიღოს დადგენილება დაწესებულების ავტორიზაციის წესის დადგენის თაობაზე;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

გ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

დ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ე) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.

2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.

3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:

ა) აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი;

ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს ნორმატიული აქტი;

გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში ხელის შეწყობის მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.

4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ:

ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.“.

2. 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის პირველი−მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“−„ე“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და მე-16−მე-19, 21-ე და 23-ე−27-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე მუხლი 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდეს იმ დაწესებულების მიმართ, რომელზედაც სამშენებლო ნებართვა კანონით დადგენილი წესით გაცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 მარტი 2017 წ.

N493-IIს