„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/ნ
დოკუმენტის მიმღები გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 360160000.61.073.016002
2/ნ
23/03/2017
ვებგვერდი, 24/03/2017
360160000.61.073.016002
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
 

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის

ბრძანება №2/ნ

2017 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის 1/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 21/03/2017, 360160000.61.073.016001) დამტკიცებულ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ლიცენზიის საწყისი ფასი

1. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი დგინდება შემდეგი ფორმულით:

ა) სადაც:

ა.ა) Y – სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასია;

ა.ბ) Q – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის, მათ შორის A,B,C1,C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე P კატეგორიის საშენი მასალების (გარდა ქვიშა-ხრეშისა) და P კატეგორიის სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლის მთლიანი მოცულობა (ტონა, მ3, გრამი ან სხვა), სადაც – A,B,C1,C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე P კატეგორიის საშენი მასალების, რომლის კოეფიციენტი შეადგენს 0.4-ს (გარდა ქვიშა-ხრეშისა), მოცულობა გამოიანგარიშება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების კატეგორიების შესაბამის კოეფიციენტებზე ნამრავლის ჯამით. ნებისმიერი (A,B,C1 ,C2 ,P) კატეგორიის ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში Q შეადგენს ქვიშა-ხრეშის მთლიან მოცულობას შესაბამის კოეფიციენტებზე გამრავლების გარეშე, ხოლო P კატეგორიის სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლის შემთხვევაში მტკნარი წყლის მთლიან მოცულობას;

ა.გ) L – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში). ამასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას L-ის ოდენობა განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებული მასალებით დგინდება ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფი და შესაბამისი კატეგორია;

ა.დ) K – დისკონტირების კოეფიციენტი 0,15;

ა.ე) n – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ვადა (წლებში);

ა.ვ) t – პერიოდები წლების მიხედვით.

2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასი, როგორც წესი, დგინდება შემდეგი ფორმულით:

შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს.

3. P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის რესურსის (გარდა საშენი მასალებისა), სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლისა და იმ სასარგებლო წიაღისეულის რესურსების, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ლიცენზიის გამცემთან, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულის, როგორიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევეში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გამცემთან დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა) აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს, ხოლო: Q1 – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, რომელიც ტონებსა და მ3-ში განისაზღვრება 200 ერთეულით (გარდა საშენი მასალისა), ხოლო გრამებში, კილოგრამებში, კარატებსა და კ.კალორიებში – 200 000 ერთეულით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ფორმულით დაანგარიშებული ფასი შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.

4. იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ლიცენზიის გამცემთან, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გამცემთან დაცული ინფორმაცია, სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასი არ შეიძლება შეადგენდეს 10 000 ლარზე ნაკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიისათვის განკუთვნილი ფართობი აღემატება ჰექტარის ზუსტ მახასიათებელს, ფართობის მეტობის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება დამატებით 500 ლარის ოდენობით, თუნდაც ეს ფართობი არ იყოს 1 ჰექტრამდე დამრგვალებული.

5. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 10 ლარის ოდენობით.

6. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება ლიცენზიის გამცემის მიერ ამ მუხლში განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსითამარ ბაგრატია