დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.142.016147 |
|
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 01/01/2017, 190020020.35.142.016144) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6 205.6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 700,6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 185.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 020,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3 643,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 663,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 1 458.1 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 1 458.1 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 458.1 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 165.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
|
თავი II
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზაცია 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზაცია 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსდება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სოფლების გზების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, ხიდების რეაბილიტაცია, ასევე ამ პროექტით გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისგან გაწმენდა. 2.1.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 01 01) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია, გზების მოვლა-შენახვისა და ზამთრის პეროიდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 90 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები: ქ. ნინოწმინდის სომხური ქუჩის მოასფალტება; სოფ. ფოკის, სოფ. ყულალისის და სოფ. სატხა-ოროჯალარი გზების რეაბილიტაცია; ქ. ნინოწმინდის გზების ორმოული შეკეთება. -სოფ. ეშტიის გზის მოასფალტება, სოფ. ჯიგრაშენის გზის მოასფალტება ქ. ნინოწმინდის ქუჩების რეაბილიტაცია (კეცხოველის, ფიროსმანის, კიროვის, მიქოიანის, ჩაპაევის, ჭავჭავაძის), გოგოლის ქუჩის მოასფალტება. 2.1.2 ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ხიდების ნაწილობრივი რეაბილიტაცია: ქ. ნინოწმინდის ხიდების რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები, ასევე, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.2.1 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა; კარლ-მარქსის ქუჩა, კარს-ლენინაკანის ქუჩა, გინოსიანის ქუჩა, დ. აღმაშენებლის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, მიასნიკიანის ქუჩა, ლერმონტოვის ქუჩა. 2.2.2 წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წყალსადენი სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა: წყალსადენი სისტემისათვის ტუმბოების შეძენა; ქ. ნინოწმინდა, სოფ. ეშტია, სოფ. დიდი არაქალი, სოფ. სათხა, სოფ. ფოკა.
სოფელ ეშტიის სასმელი წყლის ტუმბოს კაპიტალური რეაბილიტაცია
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. 3.1. სკოლამდელი განათლება-საბავშვო ბაღები (პროგრამული კოდი 04 01) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 7 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 640 ბავშვი.პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და ბაღების გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ბაღების მშენებლობა. 3.2 საბავშვო ბაღი „ძნწაღიკ“ (პროგრამული კოდი 04 02) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი „ძნწაღიკ“ სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 100 ბავშვი.პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და გაგრძელებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, რელიგიისა და საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი ბაზის შექმნა. მუნიციპალიტეტი განაგრძობს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამით განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, მათ შორის: ფრენბურთი, მ. ჩოგბურთი, სასკოლო ოლიმპიადა, კარატე, ფუტსალი, მკლავჭიდი, ფეხბურთი, ჭადრაკი, სათხი, ჭიდაობა, მასობრივი ღონისძიება, ბილიარდი, ათლეტიკა, ჯავახეთის ზამთარი, რეგბი, ტურისტული მოგზაურობა და ექსკურსია. 4.1.2 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ნინოწმინდის კომპლექსური სასპორტო სკოლა“-ს 200-მდე სპორტსმენის დაფინანსებას. გაერთიანება მოიცავს სპორტის 12 სახეობას და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას, საფეხბურტო კლუბი. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურის სახლების, ისტორიული ნაგებობების, მუზეუმების და კლუბები (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ააიპ „კულტურის ცენტრი“-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები 4.2.2 ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ნინოწმინდის მთავარი ბიბლიოთეკა“ სადაც ხდება ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება, დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა. ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. 4.2.3 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 03) ქალაქ ნინოწმინდაში ფუნქციონირებს სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულება, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე, მათ შორის სამხატვრო, ქარგვის, ქსოვის, კერვის და სხვა. 4.2.4 მუსიკალური კოლექტივები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 160 მოსწავლე. პროგრამის მიზანია მისცეს მოსწავლეება დაწყებითი სამუსიკო განათლება. 4.2.5 ვაჰან ტერიანის სახელობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სოფელ განძის ვაჰან ტერიანის სახელობის მუზეუმი. 4.2.6 ქალაქის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 06) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქ. ნინოწმინდაში ფუნქციონირებს „ქალაქის მუზეუმი“ 4.3 ტელე-რადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამით განხორციელდება განცხადებებისა და ინფორმაციის გამოქვეყნება პრესაში, ტელევიზიასა და ინტერნეტ პორტალებში, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას. დაფინანსდება სატელევიზიო გადაცემა „ფარვანა“ და შპს „არშალუის“. 4.4 ტრადიციული და კალენდარული სადღესასწაულო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა: -საახალწლო და საშობაო ღონისძიებები; - საზემო ღონისძიებები, მიძღვნილი დღესასწაულებს (სახვითი ხელოვნების კონკურს-გამოფენა, თემატიკური კონცერტი, მხატვრული კითხვის კონკურსი): - სომეხი ხალხის გენოციდის მიძღვნილი ღონისძიებები; - მიძღვნილი საქართველოს გაერთიანების დღისადმი; - ქალაქის დღესასწაულო; - საზემო ღონისძიებები, მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი; - სომხურ ნაციონალურ კერძის – დოლმის ფესტივალი - დიდ სომხურ ეთნოგრაფ ვ. ბდოიანის საღამო მიძღვნილი მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი. - ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლისპროეკტის დაფინანსება. - დაჯილდოების ფონდი. - ვ. ტერიანის ტრადიციული პოეზიის დღეები სოფ. განძაში; - ვ. ჰოვსეფიანის პოეზიის ტრადიციული დღეები სოფ. ეშტიაში; - ექსკურსიები მუნიციპალიტეტის ისტორიულ და კულტურიულ დანიშნებულ ძეგლებთან; - ოჯახური ძალადობის თემაზე ტრენინგ- სემინარები; - სხვა ღონისძიებები, დაკავშირებული გენდერული და ტურისტული დანიშნების საკითხებთან. -სამხედრო-პატრიოტული ღონისძიებები მიძღვნილი საქართველოს გაერთიანებისადმი; 4.5 საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების მგზავრობის ხარჯები:
4.7 რელიგია (პროგრამული კოდი 05 07) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაფინანსდება სოფელ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ელ.ენერგიისა და გათბობის საწვავის ხარჯები, რომელიც სოფ. ფოკის და ქ. ნინოწმინდის მონასტრებს სუბსიდიის სახით მიეცემათ. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით. გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფას და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს „აზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2.3 ინვალიდების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) – პირველი ჯგუფის ინვალიდებს – თითოეულს – 50 ლარი; არასრულწლოვან ინვალიდებს – თითოეულს – 100 ლარი;
5.2.4 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) – მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მონაწილეებს სარიტუალო ხარჯების დასაფარად 500 ლარამდე. 5.2.5 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამულ კოდი 06 02 05) – ახალშობილ ოჯახებზე, ბავშვის დაბადებისას – 300 ლარი; 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადად; თუ 3 ბავშვია – 150 ლარი; თუ 3 – ზე მეტია – თითოეულს 50 ლარი; 5.2.7 გაჭირვებული ოჯახებისათვის საწვავის შეძენა (პროგრამული კოდი 06 02 07) – ოჯეხებს რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს 100 – 300 ლარამდე; 5.2.8 ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაჭირვებული ოჯახებისათვის (პროგრამული კოდი 06 02 08) – ერთჯერადი ფინანსური დახმარება – თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000 – 100 000-ს 100 – 300 ლარამდე განსაკუთრებულ შემთხვევებისათვის; 5.2.9 ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე თითოეულს – 500 ლარი; დანარჩენი კატეგორიებს – 100 ლარის ოდენობით. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები