„ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016310
6
22/03/2017
ვებგვერდი, 24/03/2017
010250020.35.119.016310
„ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 22 მარტი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 თებერვლის №5 დადგენილებაში (სსმ, 010250020.35.119.016275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ. მ-ზე ყოველ სანებართვო წელზე ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე