ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016240
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
21/03/2017
ვებგვერდი, 22/03/2017
010250020.35.121.016240
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/03/2017 - 25/01/2018)

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2017 წლის 21 მარტი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის №1-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მაისის №14 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 20/05/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016212).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
ქალაქ ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:  

ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი - Img;

ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი - ITL;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი - C;

დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი - K.

მუხლი 2
 ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს    1,0-ით.
მუხლი 3
 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100.
მუხლი 4
 მიწის ნორმატიული ფასი ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

Cn= Img  x  ITL  x  C  x  K, სადაც:

ა)  Img  - ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს - 0,37-ს;

ბ) ITL   - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით შეადგენს - 1,0-ს;

გ) C     - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია - 0,24 ლარით;

დ) K   - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია - 100-ით;

ე) Cn=  0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი).

მუხლი 5
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ერთი კვადრატული მეტრი  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

ა)  ქალაქ ვანის ტერიტორიაზე - 8,88 ლარით;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე - 4,00 ლარით;

გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის   საავტომობილო გზების 50 მეტრის    რადიუსში - 6,00 ლარით;

დ)  დასახლებათა შორის არეალებში - 3,00 ლარით.