„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016316
15
21/03/2017
ვებგვერდი, 22/03/2017
200230000.35.161.016316
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2017 წლის 21 მარტი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20   მუხლის   საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 2/02/2017, 200230000.35.161.016309) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით სარგებლობაში გადაცემისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

4. დადგინდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით სარგებლობაში გადაცემისას წლიური ქირა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირაფი ორუჯოვი