დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016314 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.161.016182) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) 30-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.“; ბ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. გამგეობის რეორგანიზაცია 1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ სამსახურს ან ადმინისტრაციულ ერთეულს. 2. გამგეობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით. რეორგანიზაცია ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება: ა) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; ბ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს; გ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი. 3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ვადების მითითებით: ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ; ბ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება; გ) გამგეობის საშტატო ნუსხაში ცვლილებ(ებ)ის პროექტის მომზადება; დ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები