დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფ/პ აშოტ აკოფიანზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 499 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023323 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №499
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
ფ/პ აშოტ აკოფიანზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ფ/პ აშოტ აკოფიანზე (პ/ნ: №07001006412) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00748 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის, რომლის კოორდინატებია:
| № | X | Y |
| 1 | 4573700 | 8365880 |
| 2 | 4573700 | 8366180 |
| 3 | 4573610 | 8366180 |
| 4 | 4573610 | 8365880 |
| S=2,70 ჰა, | ||
შეცვლა სხვა ფართობით, რომლის კოორდინატებია:
| № | X | Y |
| 1 | 365815 | 4571977 |
| 2 | 365957 | 4571904 |
| 3 | 365920 | 4571799 |
| 4 | 365751 | 4571783 |
| 5 | 365768 | 4571909 |
| S= 2,71 ჰა. | ||
2. ფ/პ აშოტ აკოფიანმა (პ/ნ: №07001006412) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეცვლილ სალიცენზიო ფართობზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00748 ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე (2027 წლის 15 აგვისტომდე), განახორციელოს 249 610 მ3-ის ოდენობის ვულკანური წიდის მოპოვება, სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. ფ/პ აშოტ აკოფიანი ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00748 ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე (ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში) განახორციელოს სარეკულტივაციო სამუშაოები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული რეკულტივაციის პროექტის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები