დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 496 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023339 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №496
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის, როგორც ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაევალოს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ საკუთარი სახსრებიდან საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები