დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36-უ.ს.გ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 16/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის №5 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 09.12.2016) პირველი მუხლის III პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„III. განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია:
1. ვლადიმერ მგალობლიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება“
2. დავით თედორაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება“
3. მერაბ კარანაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარები“
4. ცოტნე ანანიძე – ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარა“
5. ასმათ დიასამიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
6. გიორგი ცინცქილაძე – დამოუკიდებელი უმაღლესი საბჭოს წევრი“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ჩაქვი,
2017 წლის 16 მარტი
№36-უ.ს.გ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები