დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროკავშირს, საქართველოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2014 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის“ სესხის მეორე ტრანშის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 494 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023337 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №494
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
ევროკავშირს, საქართველოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2014 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით „მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის“ სესხის მეორე ტრანშის ფინანსური პირობების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროკავშირს, საქართველოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2014 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული „მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის“ სესხის (23 მილიონი ევრო) მეორე ტრანშის თანხის (13 მილიონი ევრო) გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2. ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს ევროკავშირს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეორე ტრანშის თანხის გამოთხოვასთან დაკავშირებით შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
სესხის ოდენობა − 13 მილიონი ევრო;
სესხის ხანგრძლივობა − 15 წელი;
საპროცენტო განაკვეთი − ფიქსირებული, არაუმეტეს წლიური 2%-ისა;
ევროკავშირისთვის ერთჯერადად ასანაზღაურებელი სესხის მოზიდვისთვის გაწეული ხარჯი − სესხის თანხის არაუმეტეს 2.1 %-ისა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები