დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 493 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023336 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 493
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საჯარ ო სა მართლი ს იუ რი დიუ ლი პირი ს − ს აქართ ველო ს ტუ რიზმი ს ე როვ ნულ ი ად მი ნისტრ აციი ს მიე რ სა ხელმ წი ფო შეს ყიდვ ები ს გა მარ ტი ვებუ ლი შ ეს ყიდ ვი ს საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წლის ბოლომდე სატრენინგო მომსახურების, საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებასთან, პრეზენტაციების გამართვასა და საინფორმაციო/საპრომოციო აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებული, ასევე სხვადასხვა მომსახურებების, დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებებისა და საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 – მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
პ რ ე მ ი ე რ- მ ი ნ ი სტრ ი გ ი ო რ გ ი კვირიკ აშ ვილ ი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები