სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 491
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023334
491
14/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
000000000.00.003.023334
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 491

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილს (პ/ნ: 01001001769) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, გლდანის I მ/რ-ში, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ არსებული 480 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.12.015.116).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                გიორგი კვირიკაშვილი