დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 488 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023331 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №488
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების – უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების – ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:
ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის განვითარებისათვის ამ განკარგულების დანართ №1-ში წარმოდგენილი, პოტენციურად მნიშვნელოვანი საინვესტიციო ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრებში სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა;
ბ) ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების – უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის დანართ №2-ში წარმოდგენილი დასაგეგმარებელი ტერიტორიის საორიენტაციო საზღვარში სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა;
გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების – ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარებისათვისდანართ №3-ში წარმოდგენილი დასაგეგმარებელი ტერიტორიის საორიენტაციო საზღვარში სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო ყაზბეგის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ, ამავე მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული დასაგეგმარებელი ტერიტორიების საზღვრებში მდებარე უძრავი ქონებ(ებ)ის კადასტრისა და მიწათსარგებლობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებ(ებ)ის განხორციელების შემდგომ უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის განვითარებისათვის ამ განკარგულების დანართ №1-ში წარმოდგენილი, პოტენციურად მნიშვნელოვანი საინვესტიციო ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება.
4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება 2018 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები