დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1721 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მოდგინარის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 487 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023330 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №487
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1721 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მოდგინარის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1721 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შარდომეთში მდებარე №88.10.27.004 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არანაკლებ 300 (სამასი) სულ პირუტყვზე გათვლილი მეცხოველეობის ფერმ(ებ)ის აშენება;“;
ბ) მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარახეთსა და სოფელ შარდომეთში მდებარე №88.10.27.014 და №88.10.27.049 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე არანაკლებ 100 (ასი) სულ პირუტყვზე გათვლილი მეცხოველეობის ფერმ(ებ)ის აშენება არაუგვიანეს 2017 წლის 19 სექტემბრისა.“.
2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1721 განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების (მათ შორის, მისი შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „მოდგინარმა“ წარადგინოს არანაკლებ 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც მოქმედი იქნება არანაკლებ 2018 წლის 21 თებერვლამდე.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის საფუძველზე, შპს „მოდგინარი“ (ს/კ: №437976512) გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მოდგინარს“ შორის 2014 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1721 განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების პირობით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები