დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის ლიკვიდაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 403 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 28/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №403
2004 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების საფუძველზე:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საინოვაციო ეროვნული სამსახური – საქინოვაცია.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის ლიკვიდაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 აპრილის №150 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები