დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/20 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
მიღების თარიღი | 13/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/20
2017 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა).“
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დოკუმენტის კომენტარები