დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 481 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023317 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №481
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოს არაუმეტეს 165 000 000 (ას სამოცდახუთი მილიონი) ლარისა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები