სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023319
  • Word
479
14/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
000000000.00.003.023319
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №479

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. რუსთავში, XI მიკრორაიონში, სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 179 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.02.05.466) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 8950 (რვა ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 211360203).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი