დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 477 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023314 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №47 7
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეს თანხმობა, განახორციელოსკომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (CPV − 30200000) სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით,წინამდებარე განკარგულების დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები