„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/01/2017
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016398
  • Word
1
03/01/2017
ვებგვერდი, 21/03/2017
000000000.00.00.016398
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1

2017 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1 . „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი 5. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

 

 კოდი

დასახელება

000

დამხმარე კოდი

001

ექსპორტი (იმპორტის გადასახადელებისგან გათავისუფლება)

002

რეექსპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

003

ტრანზიტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

004

საწყობი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

005

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

009

პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

011

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

012

ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტსისტემების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

013

საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ისგან გათავისუფლება)

014

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

015

უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

016

ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

017

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს და ოქროს ზოდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

018

შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

 

061

შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად (დღგ-ისგან გათავისუფლება)

019

განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-ისგან გათავისუფლება)

022

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას (დღგ-ისგან გათავისუფლება)

023

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

025

ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

026

ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

027

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (დღგ-ისგან და აქციზისაგან გათავისუფლება)

028

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება)

030

გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

031

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, დღგ-ისგან და აქციზისგან გათავისუფლება)

034

დღგ-ის გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს

051

მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

052

მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

053

მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

054

იმპორტის გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

055

იმპორტის გადასახადისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

056

აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

057

იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

102

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

202

სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა

208

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია

209

დღგ-ისა და აქციზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

313

აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი

332

საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა

333

საქონლის დაბრუნება

540

აქციზის გარანტია შიდა გადამუშავების დროს

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

604

იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი

609

წონის მიხედვით

612

სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები

613

ჩამოსასხმელი ღვინოები

614

სიგარეტი 30-ღერიანი კოლოფებით

615

თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული

651

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი

705

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკსაცავების) ნარეცხი

625

 

2018 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი და 2016 წლის 1 ივლისამდე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

470

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

471

„თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

171

დღგ-ის დარიცხვის ვალდებულებისაგან გათავისუფლება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს

188

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703

სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი (აქციზის განაკვეთის 50 პროცენტით შემცირება)

 

(ძალაშია 2017 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომელთა საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის 1 იანვრამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა, ასევე ავტომობილებზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე)

189

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703

სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება და აქციზის განაკვეთის 50 პროცენტით

შემცირება)

 

(ძალაშია 2017 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომელთა საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის 1 იანვრამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა, ასევე ავტომობილებზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე

შემოტანილ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე)

190

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703

სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი (აქციზის განაკვეთის 60 პროცენტით შემცირება)

191

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703

სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება და აქციზის განაკვეთის 60 პროცენტით

შემცირება)

192

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703

სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული

მარჯვენა მხარის საჭიანი ან გადატანილ საჭიანი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი

(აქციზის განაკვეთის 60 პროცენტით შემცირება და გასამმაგება)

193

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703

სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (2017

წლის 1 იანვრამდე მოქმედი აქციზის განაკვეთის გამოყენება)

 

(ძალაშია 2017 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომელთა საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის 1 იანვრამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა, ასევე ავტომობილებზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე

შემოტანილ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე)

194

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703

სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მარჯვენა მხარის საჭიანი ან გადატანილ

საჭიანი ავტომობილის იმპორტი (აქციზის განაკვეთის გასამმაგება)“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი