დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №241 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 28/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.270.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №402
2004 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
„უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №241 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების საფუძველზე:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრი.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ორ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის ლიკვიდაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №241 ბრძანებულება.
4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კახა ბენდუქიძემ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები