სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023307
  • Word
467
13/03/2017
ვებგვერდი, 22/03/2017
000000000.00.003.023307
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №467

2017 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მარტის №5/10196 გადაწყვეტილება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  სოფელ ორჯაში მდებარე 195.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №63.10.38.022) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი