დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 465 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023304 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №465
2017 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიეცეს თანხმობა:
ა) არაუმეტეს 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები ს (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) არაუმეტეს 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ფარგლებში, საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV - 39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარის ფარგლებში, ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ) არაუმეტეს 95 600 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში, გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42512000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები