,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის N01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის N01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-13/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.035.016429
01-13/ნ
31/03/2017
ვებგვერდი, 31/03/2017
010320040.22.035.016429
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის N01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანებ  №01-13/ნ

2017 წლის 31 მარტი 

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის  01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2015, 010320040.22.035.016330) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

9.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 901)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ფიზიკაში ან მათემატიკური განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ვირტუალიზაციის პროგრამული პაკეტის (VMware) დანერგვისა და მართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკის (ITIL) ზოგადი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და ხელმძღვანელ თანამდებობაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტირების, არქიტექტურის შემუშავების, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტების (ტექნიკური დავალების შექმნისა და დეველოპინგის პროცესის ორგანიზების კუთხით) ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.2 ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: (კოდი 902)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ფიზიკაში ან მათემატიკური განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, დანერგვისა და აუდიტის, ვირტუალიზაციის პროგრამული პაკეტის (VMware) დანერგვისა და მართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკის (ITIL) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და ხელმძღვანელ თანამდებობაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტრონული სისტემების არქიტექტურის შექმნის, ტექნიკური ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და რესურსების მონიტორინგის ინსტრუმენტების (ელექტრონული სისტემების დიზაინისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის, დანერგვისა და სწავლების პროცესების ორგანიზების კუთხით) ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.3 ტექნიკური უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი: (კოდი 903)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკური ან სამედიცინო განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), სისტემური ადმინისტრირების საფუძვლების (უსაფრთხოების კუთხით), კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა, ინციდენტების მართვისა და საჯარო სამსახურებში დაშვებული საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების საფუძვლიანი (ადმინისტრირების კუთხით) ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.4 ტექნიკური უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 904)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროტექნიკასა და სამრეწველო ელექტრონიკაში,  ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკური ან სამედიცინო განხრით,  პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის და Windows ადმინისტრირების საფუძვლიანი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის,   „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით),  კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა, Windows ადმინისტრირების, MACOS ადმინისტრირებისა და ინციდენტების მართვის საფუძვლიანი ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.5.  ტექნიკური უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 905)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროტექნიკასა და სამრეწველო ელექტრონიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკური ან სამედიცინო განხრით;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), სისტემური ადმინისტრირების საფუძვლების (უსაფრთხოების კუთხით), კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა, კომპიუტერული სამუშაო ადგილების ოპერაციული სისტემებისა და დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფების საინსტალაციო სამუშაოების წარმოების, ინციდენტების მართვის, საჯარო სამსახურებში დაშვებული საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.6.  ტექნიკური უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 906) 

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროტექნიკასა და სამრეწველო ელექტრონიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში ან ეკონომიკური განხრით;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის,   „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), სისტემური ადმინისტრირების საფუძვლების (უსაფრთხოების კუთხით), კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა, კომპიუტერული სამუშაო ადგილების ოპერაციული სისტემებისა და დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფების საინსტალაციო სამუშაოების წარმოების და ინციდენტების მართვის საფუძვლიანი ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.7. ტექნიკური უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 907)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროტექნიკა და სამრეწველო ელექტრონიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში ან ეკონომიკური განხრით, ბიზნეს ადმინისტრირება მენეჯმენტის ან ფინანსების განხრით;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის,   „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), სისტემური ადმინისტრირების საფუძვლების (უსაფრთხოების კუთხით), კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა, Windows ადმინისტრირებისა და ინციდენტების მართვის საფუძვლიანი ცოდნა;

დ) საოფისე (Microsoft Office) კომპიუტერული პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა.

9.8. ტექნიკური უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 908)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა, ინციდენტების მართვის, კომპიუტერული სამუშაო ადგილების ოპერაციული სისტემებისა და დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფების საინსტალაციო სამუშაოების წარმოების საფუძვლიანი ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.9. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი: (კოდი 909)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკაში, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა, პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების (Delphi, MS SQL, Cn, NET) საფუძვლიანი ცოდნა მათი განვითარებისა და მხარდაჭერის კუთხით;

დ) საოფისე (Microsoft Office) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის MS Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა.

9.10. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 910)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, სამედიცინო ან ეკონომიკური განხრით;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), სისტემური ადმინისტრირების საფუძვლების (პროგრამული კუთხით), კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა, პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების (Delphi, MS SQL, Cn, NET) საფუძვლიანი ცოდნა მათი განვითარებისა და მხარდაჭერის კუთხით;

დ) საოფისე (Microsoft Office) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის MS Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა.

9.11. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 911)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროტექნიკა და სამრეწველო ელექტრონიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკაში, მონაცემთა ბაზების (MS SQL Reporting Services) იმპლემენტაციისა და მხარდაჭერის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით) ინსტრუმენტების ცოდნა, პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად და ადმინისტრირებისათვის საჭირო ინსტრუმენტების (HTML, BootStrap, PHP, CSS, JavaScript, MS SQL, MySQL, Cn, ASP NET), ვებგვერდების ადმინისტრირების, ინფორმაციისა და დიზაინის განახლებისათვის საჭირო ინსტრუმენტების, საინფორმაციო ვებ-პორტალების, სტრიმინგის ინსტრუმენტების შექმნისა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფების, აუდიო-ვიზუალური სისტემების (მათი მართვის კუთხით), Online სერვისების საშუალებით ინფორმაციის მიღებისა და გაცემის უზრუნველყოფის, ამისათვის საჭირო აპარატული და პროგრამული საშუალებების, სერვისებისა და ინფორმაციის ლოგირების სისტემების შექმნის, მართვისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების სრულყოფილი ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.12.  პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 912)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა, პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების (MS SQL, Cn, ASP NET) საფუძვლიანი ცოდნა;

გ) საოფისე (Microsoft Office) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის MS Excel-ის და MS Access საფუძვლიანი ცოდნა.

9.13. ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი: (კოდი 913)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკური ან სამედიცინო განხრით, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის,    „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა, კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის, ინფორმაციის დაცვის, რეზერვირებისა და აღდგენის ტექნოლოგიების, სისტემური ადმინისტრირების საფუძვლიანი ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.14. ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 914)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროტექნიკასა და სამრეწველო ელექტრონიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკური ან სამედიცინო განხრით, კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების, ინფორმაციის დაცვის (შიფრაციის) დანერგვისა და მართვის, ვირტუალიზაციის პროგრამული პაკეტის (VMware) დანერგვისა და მართვის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება სისტემური ადმინისტრირების კუთხით;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების მოთხოვნების (მგს27001:2011, მგს27002:2011, მგს27003:2011, მგს27004:2011, მგს27005:2011), სერვერული ინფრასტრუქტურისა და კომპიუტერული სამუშაო ადგილების ცენტრალიზებული მართვისა და პოლიტიკის განხორციელების ტექნოლოგიების (AD, DnS, DHCP და სხვა ანალოგიური დანიშნულების), კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), ინფორმაციის დაცვის, რეზერვირებისა და აღდგენის ტექნოლოგიების, სისტემური ადმინისტრირების საფუძვლიანი ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.15. ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 915)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროტექნიკასა და სამრეწველო ელექტრონიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკური ან სამედიცინო განხრით;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ციფრული კომუნიკაციების ადმინისტრირების კუთხით;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), სისტემური ადმინისტრირების საფუძვლების, სერვერული ინფრასტრუქტურისა და კომპიუტერული სამუშაო ადგილების ცენტრალიზებული მართვისა და პოლიტიკის განხორციელების ტექნოლოგიების (AD, DnS, DHCP და სხვა ანალოგიური დანიშნულების) საფუძვლების ცოდნა, აუდიო-ვიზუალური სისტემების (მათი მართვის კუთხით), ციფრული კომუნიკაციების (VoIP) ტექნოლოგიების (დანერგვის, ადმინისტრირებისა და მართვის კუთხით), Cisco Unified CM Administration, Cisco Unified CCX Administration სისტემების (დანერგვის, ადმინისტრირებისა და მართვის კუთხით), Asterisk PBX და Elastix PBX სისტემების (დანერგვის, ადმინისტრირებისა და მართვის კუთხით), IP ტელეფონის ბილინგის, ზარების ჩაწერის სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.16. ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 916)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროტექნიკასა და სამრეწველო ელექტრონიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკური ან სამედიცინო განხრით;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების კუთხით;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სისტემური ადმინისტრირების საფუძვლების (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების (ISO 27000 სტანდარტები), SQL/.NET გარემოში შექმნილი აპლიკაციების არქიტექტურის და ოპერირების, კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა, MS SQL SERVER 2008 R2, 2012, MS WindowS SERVER DATACENTER EDITION 2008 R2, 2012 სისტემების, მონაცემთა ბაზების არქიტექტურის, ტიპების და ოპერირების სპეციფიკის, SQL მონაცემთა ბაზისა და MS SQL სერვერის არქიტექტურის, SQL მონაცემთა ბაზის სარეზერვო კოპირების და აღდგენის სისტემის საფუძვლიანი ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

9.17. ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 917)

ა) უმაღლესი განათლება, კომპიუტინგი/ინფორმატიკაში, ავტომატიზაცია და მართვის სისტემებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროტექნიკასა და სამრეწველო ელექტრონიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკონომიკური ან სამედიცინო განხრით;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების კუთხით;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომპიუტერული ქსელის დიზაინის და არქიტექტურის (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), სისტემური ადმინისტრირების საფუძვლების (ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების (ISO 27000 სტანდარტები) ცოდნა, კომპიუტერულ სისტემებზე და ინფრასტრუქტურაზე არამართლზომიერი შეღწევის გზების და მათგან დაცვის ტექნიკური ინსტრუმენტების, ღრუბლოვანი გადაწყვეტების და მონაცემთა შენახვის ცენტრების კონსოლიდაციის გადაწყვეტების, IP დამისამართების (IP v4/6 addressing and subNETting), მარშრუტიზაციის პროტოკოლების (მაგ. EIGRP, OSPF), შიდა და გარე BGP-ს განხორციელების საფუძვლიანი ცოდნა, IP მარშრუტიზაციის/კომუტაციის, ფართომასშტაბიანი Cisco-ს ქსელების დიზაინის, მათი აგების და ოპერირების, მონაცემთა ცენტრის ოპერაციებში მონაწილეობის, Cisco-ს მოწყობილობების (მათ შორის მარშრუტიზატორებზე  76xx, 72xx, 38xx, 39xx, კომუტატორებზე 65xx, 45xx layer2/3, ACE, CSS, GSS დატვირთვის ბალანსერებზე) ინსტალაციის და აღმოჩენილი უწესრიგობების აღმოფხვრის პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო