დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016214 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016208) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის: |
ა.ა)
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები – 8243,8 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები – 9385,4 ათასი ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი – 210,0 ათასი ლარით, მათ შორის: ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად – 210,0 ათასი ლარი; ა.გ.ბ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები – 0,0 ათასი ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი – 64,4 ათასი ლარით.“; |
ა.ბ)
პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს „მუხლი 11“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11 დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით დადგენილების დანართი (ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ბ.ა)
პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.ბ)
მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6048,3 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3102,3 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
მუხლი 10. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 906,8 ათასი ლარით. მუხლი 11. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 -ით. 2. განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1141,6 -ით“; |
ბ.გ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები