დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280070120.35.152.016287
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
17/03/2017
ვებგვერდი, 21/03/2017
280070120.35.152.016287
დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2017 - 10/04/2017)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2017 წლის 17 მარტი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  61-ე  მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების,  ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
  დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა  და ჯანდაცვის   2017  წლის პროგრამა“,   დანართის   შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან  ძალადაკარგულად ჩაითვალოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის №1 დადგენილება – „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (matsne.gov.ge, 09/01/2017, ს/კ 280070120.35.152.016281).
მუხლი 3
    დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი



დანართი 
დუშეთის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  მოქალაქეების  სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის  2017  წლის პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი  დებულებები
1. ეს პროგრამა განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.

2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.


მუხლი 2. სოციალური  პროგრამების  დასახელება
1. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება. 

2. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

3. მებრძოლების სარიტუალო მომსახურება.

4. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს  დაფინანსება.

5. ერთჯერადი სოციალური დახმარება.

6. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.

7.  იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა)  სოციალური დახმარება.


მუხლი 3. პროგრამების განხორციელებაზე  პასუხისმგებელი სამსახური 
1. საორგანიზაციო     ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – ,,სამსახური“).

2. საფინანსო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური.


მუხლი 4. დახმარების  გაცემის  პერიოდულობა
მოქალაქეებს  დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი – განმეორებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების  შესაბამისად (არაუმეტეს წელიწადში ორჯერ).

მუხლი 5. ანგარიშსწორების  ფორმა
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების  ფორმით,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. პროგრამების  საჯაროობა
ინფორმაცია პროგრამებისა და მათი განხორციელების შესახებ ხელმისაწვდომია ყველასათვის, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ინფორმაცია ასევე განთავსდება  დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.

მუხლი 7. მომსახურების დაფინანსების  წესი
1.დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის დახმარების ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, გამგებლის ბრძანებით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევს გამგებელი. კომისია იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობის განსაზღვრაზე.

2. კომისიის წევრები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე, შეიძლება მოწვეულნი იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება გამგებლის წარმომადგენელი იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, საიდანაც  წარდგენილია განცხადება დახმარების თხოვნის თაობაზე.

4.  კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს       კომისიას და უძღვება მის სხდომებს,  ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

5. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.

6. წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის  შედეგად,  კომისია  იღებს  გადაწყვეტილებას მოქალაქეებისათვის  საჭირო  დახმარების   ან   დახმარებაზე  უარის   თქმის  თაობაზე.

7.  კომისია უფლებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების  ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

9. კომისიის ოქმი საბოლოო სახით ინომრება და იკინძება. მის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს.

10. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამგებელი გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე,  რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად გადაეგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.


მუხლი 8. სამკურნალო დაწესებულებაში ეკონომიკურად  გაჭირვებული მოქალაქეებისათვის   სტაციონარული  და  ამბულატორიული მომსახურების   დაფინანსება
1. ამ მუხლით დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:

ა) წინასწარი ამბულატორიული გამოკვლევები;

ბ) სტაციონარული მკურნალობა;

გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დუშეთის მუნიციპალიტეტიდან სხვა, ნებისმიერ  სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯი.

2. სამედიცინო მომსახურების ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:

ა) 500 ლარის ჩათვლით – 100% -მდე;

ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-მდე;

გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55%-მდე;

დ) 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით – 35 %-მდე;

ე) 5001 ლარიდან ზემოთ 25%-მდე.

3. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ასევე საყოველთაო დაზღვევიდან ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება  გადასარიცხი   თანხის ოდენობა.

4. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელსაც წარადგენს სამკურნალო   დაწესებულებაში.

5. მოქალაქეს,  რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო  მომსახურება  გამგეობის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ  თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამის სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე.   თანხა განისაზღვრება  მე-8  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

6. საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეს 100%-ით.

7. საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივ დაფინანსებისას, დარჩენილი თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტს მიკუთვნებული პირებისა.

8. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში გამოკვლევის, გადაუდებელი ოპერაციული და თერაპიული მკურნალობის 100%-ით დაფინანსება (არაუმეტეს 3,000.00 ლარისა), ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტს მიკუთვნებული ბენეფიციარებისა.

9. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაანაზღაურებადი გამოკვლევები, ასევე ჰოსპიტალური მომსახურება დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

10. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაფარვის საშუალება,  კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე,  მუნიციპალიტეტის მიერ  თანხის გადარიცხვა შესაძლებელია განმეორებით   (არაუმეტეს   წელიწადში   2-ჯერ).

11.  წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;

გ)  შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა, კალკულაცია, ფორმა № IV-100/ა და საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივ დაფინანსების შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის  ასლი;

დ)  მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, დავალიანების მითითებით.

12.  მოქალაქეებს აღნიშნული დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.


მუხლი 9. აფთიაქში  მედიკამენტებით   უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქეების დახმარება
1. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 100 (ასი)  ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომელთაც  მინიჭებული აქვს  0-დან   100 000-მდე სარეიტინგო ქულა.

2. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მოქალაქის განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათის ან პასპორტის) ასლი;

გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) აფთიაქიდან ანგარიშ-ფაქტურა (სასაქონლო ზედნადები);

ე) ცნობა სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან.


მუხლი 10. სამშობლოს დაცვისას და ომის შემდეგ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება
1. ვეტერანის მოწმობის მიხედვით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი–417) გარდაცვლილი მებრძოლის  სარიტუალო მომსახურება ანაზღაურდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის  გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ)  საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.


მუხლი 11. უმწეო  მდგომარეობაში  მყოფ  მოქალაქეთა  უფასო  სასადილოთი  მომსახურება
1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 110 (ას ათი) პირის დღეში ერთხელ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.

2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

შენიშვნა: უფასო კვების ობიექტის ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“.


მუხლი 12. ერთჯერადი სოციალური დახმარება
1.დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ოჯახების დახმარება განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 200 (ორასი) ლარამდე, ხოლო ჰემოდიალიზით დაავადებულებზე – 300 (სამასი) ლარი.

2.ერთჯერადი სოციალური  დახმარება გაეწევათ:

ა) მოქალაქეები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და ფიქსირდებიან სოციალურად  დაუცველების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 65000-ზე მეტი ქულა; ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება და ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულ პირებს;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში (გარდაცვალების ან/და უბედური შემთხვევის დროს), კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს აღნიშნული თანხა 2000 (ორი ათასი)  ლარამდე,  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  მოხსენებითი   ბარათის   საფუძველზე;

გ) მოქალაქეებს, რომლებმაც ითავეს მარტოხელა გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვა – 200 (ორასი) ლარი;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი  –  200 (ორასი)  ლარი;

ე)  ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი  და მეორე შვილი (შეძენიდან ორი თვის ვადაში) – 200 (ორასი) ლარი;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს –  300 (სამასი) ლარი;

ზ)  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით – 100 (ასი) ლარი;

თ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების  დროს   დაღუპულ  მებრძოლთა  ოჯახებს (აფხაზეთი, სამაჩაბლო) – 100  (ასი)   ლარი;  

ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო   მოქმედების   ვეტერანებსა  და  მათთან გათანაბრებულ  პირებს –100  (ასი)   ლარი.

3.  გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“, „თ“, და „ი“ ქვეპუნქტებისა;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათის ან პასპორტი) ასლი;

გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გარდა ჰემოდიალზს დაქვემდებარებული პირებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;

ე) ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულმა პირებმა დამატებით გამგეობაში უნდა წარადგინონ, ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა  გამგეობაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან  ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ;

თ)  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში –  ყველა შვილის დაბადების მოწმობის  ასლი.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად (წელიწადში ერთხელ).


მუხლი 13. ხანძრისა და სტიქიის  შედეგად  უსახლკაროდ  დარჩენილი  ოჯახების  დახმარება
1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ), ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად, 1 000 (ერთი ათასი) ლარამდე.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში (საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა (არაუმეტეს  3 000  (სამი ათასი) ლარისა).

3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

 ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;

გ) სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი კომისიის დასკვნა;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ შედგენილი აქტი;

ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.


მუხლი 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) სოციალური დახმარება
ამ მუხლის   შესაბამისად   სოციალური  დახმარება გაეწევათ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით  გადაადგილებულ პირებს (დევნილები) წელიწადში ერთხელ  100 (ასი) ლარის ოდენობით.