„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016779
21
22/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
100020020.22.038.016779
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №21

2017 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 100020020.22.038.016557) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის:

1. „ა“ და „ბ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის საერთო კოორდინაციითა და მინისტრის ბრძანების შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოდან ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირებას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემას;

ბ) სამმართველოს უფროსის დავალებით, უზრუნველყოფს სამმართველოს წინაშე მგდარი ფუნქციების შესრულებას.".

2. „გ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს ექსტრადიციის განყოფილებამ უზრუნველყოს ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე განყოფილებაში არსებული მასალის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემა.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი