დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კლიმატის მწვანე ფონდთან ურთიერთობებზე ეროვნულ უფლებამოსილ ორგანოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 463 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023303 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №463
2017 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
კლიმატის მწვანე ფონდთან ურთიერთობებზე ეროვნულ უფლებამოსილ ორგანოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განსაზღვრის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მოქმედი კლიმატის მწვანე ფონდის დებულების 46-ე პუნქტის მიხედვით, კლიმატის მწვანე ფონდთან ურთიერთობებზე ეროვნულ უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები