დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 459 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023299 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №459
2017 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიმართ დაშვებულ იქნეს გამონაკლისი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე და მიეცეთ თანხმობა, რომ 2017 წელს:
ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) ერთეულით;
ბ) სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 110 (ას ათი) ერთეულით.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №124 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები