საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023298
  • Word
458
13/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
000000000.00.003.023298
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №458

2017 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის   „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის   დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის  დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და მიეცეთ თანხმობა, რომ 2017 წლისთვის განისაზღვროს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არაუმეტეს 38 (ოცდათვრამეტი) ერთეულით;

ბ)  საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის:

ბ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არაუმეტეს 280 (ორას ოთხმოცი) ერთეულით;

ბ.ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არაუმეტეს შტატით გათვალისწინებულ  თანამდებობებზე  ფაქტობრივად  დასაქმებულ თანამშრომელთა   თანამდებობრივი   სარგოებისათვის   წლის  განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის 34%-ისა;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის:

გ.ა) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო არაუმეტეს 1700 (ერთი ათას შვიდასი) ლარით;

გ.ბ) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არა უმეტეს 30 (ოცდაათი) ერთეულით;

გ.გ) შტატგარეშე  მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არა უმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის გარკვეული პერიოდით დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არაუმეტეს 30 (ოცდაათი) ერთეულით.

2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           გიორგი კვირიკაშვილი