დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 454 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023294 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №454
2017 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის მიმართ დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 20 (ოცი) ერთეულით;
ბ) სსიპ − ღვინის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 56 (ორმოცდათექვსმეტი) ერთეულით;
გ) სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 838 (რვაას ოცდათვრამეტი) ერთეულით;
დ) სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 200 (ორასი) ერთეულით;
ე) სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) ერთეულით;
ვ) ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის:
ვ.ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 10 (ათი) ერთეულით;
ვ.ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, დირექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ვ.გ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 2100 (ორი ათას ასი) ლარის ოდენობით.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის პირველი მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები