დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 452 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023292 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №452
2017 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2017 წლის განმავლობაში, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 39 (ოცდაცხრამეტი) ერთეულით, რომელთაგანაც:
ა) 8 (რვა) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისთვის (შემდგომში – ცენტრი) შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 20 (ოცი) შტატგარეშე ერთეულიდან:
ა.ა) 7 (შვიდი) შტატგარეშე ერთეულის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკუთარი შემოსავლების დაფინანსებით;
ა.ბ) 7 (შვიდი) შტატგარეშე ერთეულის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ „ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP )“ შემუშავებისათვის 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით გამოყოფილი დაფინანსებიდან;
ა.გ) 6 (ექვსი) შტატგარეშე ერთეულის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დონორული დაფინანსებით მიმდინარე პროექტის – „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ ფარგლებში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის 2016-2018 წლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან – „შესაძლებლობების გაძლიერება ეროვნულ დონეზე და ცოდნის მენეჯმენტი“ კომპონენტის განხორციელების მიზნით“;
ბ) 9 (ცხრა) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს გაეროს განვითარების პროგრამის/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის/საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან;
გ) 2 (ორი) შტატგარეშე ერთეულის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შპს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“ (GIZ) შორის გაფორმებული „ადგილობრივი საგრანტო ხელშეკრულების“ ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან.
2. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ქვეპუნქტებისა და „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დასაქირავებელ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განსაზღვროს არაუმეტეს 2500 ლარით.
3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები