დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 451 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023291 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №451
2017 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ საშენ მეურნეობაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2017 წელს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 65 ერთეულით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შტატგარეშე მომუშავეებიდან:
ა) 35 (ოცდათხუთმეტი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის საკუთარი შემოსავლებიდან;
ბ) 15 (თხუთმეტი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს წითელი ნუსხის“ მცენარეთა სახეობების გარემოდან ამოღების საკომპენსაციო საფასურის სახით მიღებული საკუთარი შემოსავლებიდან;
გ) 15 (თხუთმეტი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის ქვეპროგრამით – „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების განახლება“ გამოყოფილი ასიგნებებიდან.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ოქტომბრის №2242 განკარგულება.
4. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები