საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 449
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023289
  • Word
449
10/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
000000000.00.003.023289
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №449

2017 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №621 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მიეცეს თანხმობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №1217 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი