საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთი ორგანიზაციისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023286
446
10/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
000000000.00.003.023286
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთი ორგანიზაციისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №446

2017 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთი ორგანიზაციისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სსიპ   დანაშაულის პრევენციის ცენტრს მიეცეთ თანხმობა, რომ 2017 წლისათვის:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 40 ერთეულით;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს პროკურატურის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 60 ერთეულით;

გ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3 840 ლარით, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 110 ერთეულით და შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არაუმეტეს 850 ლარით;

დ) სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3 400 ლარით, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 100 ერთეულით და შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არა უმეტეს 2 000 ლარით;

ე) სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 5 800 ლარით, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 3 000 ლარით, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 20 ერთეულით და შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არა უმეტეს 3 000 ლარით;

ვ) სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3 800 ლარით და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 35 ერთეულით.

2. განკარგულება გავრცელდეს 2017 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი