სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023285
  • Word
445
10/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
000000000.00.003.023285
სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №445

2017 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრზე (შემდგომში – ცენტრი) არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:

ა) ცენტრის დირექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 4 100 (ოთხი ათას ასი) ლარით;

ბ) ცენტრის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 2 548 (ორი ათას ხუთას ორმოცდარვა) ლარით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №323 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი