კახაბერ ყურაშვილის ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფის თაობაზე

კახაბერ ყურაშვილის ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023279
439
09/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
000000000.00.003.023279
კახაბერ ყურაშვილის ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №439

2017 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

კახაბერ ყურაშვილის ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფის თაობაზე

მიეცეს უფლება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ეროვნულ სატყეო სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შიდა ქართლის სატყეო სამსახურის კასპის სატყეო უბნის ტყის მცველის, კახაბერ ყურაშვილის ოჯახს სააგენტოსთვის საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №220 განკარგულებით შეთანხმებული 2017 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმით გათვალისწინებული სახსრებიდან (საკუთარი შემოსავლების ფარგლებში) გამოუყოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი