სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023278
  • Word
438
09/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
000000000.00.003.023278
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №438

2017 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მოსამზადებლად მომსახურებების შესყიდვა 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ფარგლებში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების  ფონდის  მიერ  განსახორციელებელი  პროექტები“    ქვეპროგრამით   (პროგრამული  კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება.

2. საჭიროების შემთხვევაში, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, თავისი ასიგნებების ფარგლებში,  უზრუნველყოს შესაბამისი თანხების მოძიება.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი