დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ (პროექტები: 2, 3 და 4) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 432 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023272 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №432
2017 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ (პროექტები: 2, 3 და 4) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 2“-ის, 2013 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 3“-ისა და 2015 წლის 5 თებერვალს გაფორმებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 4“-ის სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხების დახურვის თარიღების გადაწევის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 2“-ის სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღის 2018 წლის 30 სექტემბრამდე გადაწევის, ასევე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2013 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 3“-ისა და 2015 წლის 5 თებერვალს გაფორმებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 4“-ის სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხების დახურვის თარიღების 2019 წლის 30 სექტემბრამდე გადაწევის თხოვნით .
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები