საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023268
  • Word
428
07/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
000000000.00.003.023268
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №428

2017 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონის 22- მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს:

 ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 01 04) პროგრამის ფარგლებში განისაზღვროს არაუმეტეს 123 ერთეულით;

ბ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ (პროგრამული კოდი: 35 02 02) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 484 ერთეულით;

გ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ (პროგრამული კოდი: 35 03 01) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 315 ერთეულით, მათ შორის, 15 ერთეული შტატგარეშე მომუშავე „ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის“ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ფარგლებში;

დ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „C ჰეპატიტის მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 03 02 12 01) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 30 ერთეულით;

ე) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „რეფერალური მომსახურების“ (პროგრამული კოდი:  35 03 03 09) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არა უმეტეს 20 ერთეულით;

ვ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 35 05 02) ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 36 ერთეულით;

ზ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არაუმეტეს 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომუშავეებიდან „ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის“ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ფარგლებში 15 შტატგარეშე მომუშავის საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არაუმეტეს 5 500 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №2631 განკარგულება.

 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2017 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი