დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.038.016774 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2015, 010340020.22.038.016468) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით, მინისტრს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საჭიროებათა და აუცილებლობის შესახებ; ა2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა, კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით, მინისტრს წარუდგენს დეტალურ და გაანალიზებულ ინფორმაციას წინა თვის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას (გარდა სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელფასზე დანამატის დაწესებისათვის წარდგენისა).“ . 2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსი „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნტი: „ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ბ2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას (მათ შორის სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელფასზე დანამატის დაწესებისათვის წარდგენისა);“ . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები