„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის N365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის N365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016948
87
17/03/2017
ვებგვერდი, 20/03/2017
010320040.22.033.016948
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის N365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №87

2017 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებით (ვებგვერდი, 05.11.2013, 010320040.22.033.016585) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი:

„მუხლი 501. მთავარი მრჩეველი

მთავარი მრჩეველი:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I თავის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანების „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“, სართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების   ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (სასურველია ინგლისური ენის) ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი