დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 223 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 170040000.22.027.016724 |
|
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 517) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის: ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას, მათ შორის, სანოტარო მოქმედების კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შესრულებისას, ნოტარიუსი ადგენს პირის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. 2. დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით. თუ სანოტარო მოქმედება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სრულდება, ნოტარიუსი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, დამატებით გამოიყენოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები. 3. თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან ეჭვს იწვევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა, ანდა ეჭვს იწვევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების შესაბამისობა იმ პირთან, რომლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურებაც უნდა მოხდეს ნოტარიუსის მიერ, ანდა არსებობს რაიმე სხვა გარემოება, რომელიც ნოტარიუსს ხელს უშლის პირის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებაში, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დასაშვებია მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა მინდობილობის/ რწუნებულების გამცემის და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის სახით. ვიდეოფაილი უნდა ჩაიწეროს ელექტრონული მონაცემების შემნახველ საშუალებაზე (მაგ., კომპაქტდისკზე), რომელიც თან უნდა დაერთოს სანოტარო აქტს ან სანოტარო რეესტრს. ამასთან, ელექტრონული კომუნიკაციისას სრულად უნდა აღიქმებოდეს (უნდა იყოს მაღალი ხარისხის ვიდეოკავშირი) საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დატანილი ფოტოსურათი და ამავე გვერდზე არსებული ყველა საჭირო რეკვიზიტი. მინდობილობის/რწმუნებულების ტექსტში (ან დამადასტურებელ წარწერაში) უნდა აღინიშნოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის /რწმუნებულების დამოწმების თაობაზე.“. 3. 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნოტარიუსი ამოწმებს პირის განცხადებას, რომელიც მიღებულია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა განმცხადებლის და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის სახით. ვიდეოფაილი უნდა ჩაიწეროს ელექტრონული მონაცემების შემნახველ საშუალებაზე (მაგ., კომპაქტდისკზე), რომელიც თან უნდა დაერთოს სანოტარო აქტს ან სანოტარო რეესტრს. მხარის ნაცვლად და მისი თხოვნით, განცხადებას ხელს აწერს სხვა პირი, ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, ხელმომწერი პირის გარდა, სავალდებულოა დამატებით მოწმის დასწრებაც, რომელიც ხელს აწერს სანოტარო აქტს.“. 4. 66-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაესწროს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრებებს (სხდომებს), რომლებიც ტარდება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და შეადგინოს კრების ოქმი იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა კრებაში გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილე ყველა პირის და ნოტარიუსის ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას (ტელეკონფერენცია) და შესაძლებელია კრებაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის სახით. ვიდეოფაილი უნდა ჩაიწეროს ელექტრონული მონაცემების შემნახველ საშუალებაზე (მაგ., კომპაქტდისკზე), რომელიც თან უნდა დაერთოს სანოტარო აქტს ან სანოტარო რეესტრს. ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოთოს, რომ სხდომა ჩატარებულია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და მოწმე, რომელიც სრულად უნდა დაესწროს სხდომას.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები