„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 18/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016723
222
16/03/2017
ვებგვერდი, 16/03/2017
040030000.22.027.016723
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №222

2017 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016531) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციას და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლს;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) უშუალოდ კურირებს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურს;“;

ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, იხილავს გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების საკითხს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ; დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისას უზრუნველყოფს ერთგვაროვან მიდგომას;“.

 

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განვითარების საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებების მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკური სამსახურის უფროსი. განსახილველი საკითხის მიხედვით, საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებების მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, მხარეთა ინტერესების დაცვის, იურიდიული და შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურების უფროსები. განსახილველი საკითხის მიხედვით საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახური;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ეკონომიკური სამსახური;“;

ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახური;“.

6. მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს.

7. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8.  მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული სამსახურის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა,  აღსრულების  ეროვნული  ბიუროსათვის  შესაძლო  ზიანის  პრევენცია და მისი  კანონიერი ინტერესების დაცვა, აგრეთვე, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და მომხმარებლების მაღალი ხარისხის საკორესპონდენციო მომსახურება და ფაქტების კონსტატაციის სერვისის, როგორც სასამართლოში და მის მიღმა გარემოებების დამტკიცების ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სასარგებლო საშუალების, პოპულარიზაცია, საქართველოს მასშტაბით ამ სერვისის მიწოდების კოორდინაცია და გაუმჯობესება;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტები:

„ე) დოკუმენტბრუნვის პროცესის მაღალი ხარისხით მართვა;

ვ) საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულად მიწოდება, საჯარო ინფორმაციის  პროაქტიული გამოქვეყნება;

ზ) ფაქტების კონსტატაციის  ხარისხიანი უზრუნველყოფა.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კორესპონდენციის მიღება, დარეგისტრირება, დახარისხება და ადრესატისათვის მიწოდება;“;

გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“-„ყ“  ქვეპუნქტები:

„ნ)  ფაქტების კონსტატაციის, როგორც სერვისის პოპულარიზაცია და საქართველოს მასშტაბით მისი მიწოდების კოორდინაცია;

ო) მისი  კომპეტენციის   სფეროში   შემავალი   განცხადებების   განხილვა  და  მათზე  რეაგირება, ხოლო სხვა შემთხვევაში - შემოსული კორესპონდენციის ადრესატთან გადამისამართება;

პ) კანცელარიის პროგრამაში არსებული ბლანკების სრულყოფა;

ჟ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ხელმოწერის დამუშავება;

რ) მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაზე კონსულტაციების   გაწევა;

ს) მოვალეთა რეესტრიდან ამონაწერის და შესაბამისი ცნობის გაცემა;

ტ) ადრესატისთვის დოკუმენტების უშუალოდ მიწოდების ორგანიზება;

უ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოებისა და კერძო აღმასრულებელების მიერ დასრულებული  სააღსრულებო  წარმოებების  აღრიცხვა,  დამუშავება  და  სათანადო  წესით  შენახვა (არქივირება);

ფ) არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა;

ქ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება;

ღ) საჯარო ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად სამუშაოების ორგანიზება და შესაბამისი ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსება (მათ შორის იმ საჯარო ინფორმაციისა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება გამოქვეყნებას);

ყ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები:

„4. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ფაქტების კონსტატაციის განყოფილება;

ბ) საქმისწარმოების განყოფილება.

5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ფაქტების კონსტატაციის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ნ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

6. საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“-„ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

9. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამარტივებული  საქმისწარმოების  სამსახურის მიზანია ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამარტივებული წარმოების უზრუნველყოფა, სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:     

„გ) სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი;“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სესხის (მათ შორის, საბანკო კრედიტის) ხელშეკრულების რეგისტრაცია;“;

გ.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“-„პ“ ქვეპუნქტები:

„კ) რეგისტრირებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანა;

ლ) რეგისტრირებული ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;

მ) რეგისტრირებული ხელშეკრულებების მხარეთა შორის მედიაცია და მორიგების ხელშეწყობა;

ნ) აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა;

ო) აღსრულების შესახებ ბრძანების და რეგისტრირებული სესხის ხელშეკრულების კონტროლის განხორციელების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის  შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადება;

პ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან და თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება.“.

10. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახური“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მიზანია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ მაქსიმალური ინფორმირება, ბიუროს პოზიტიური რეპუტაციის უზრუნველყოფა, მისი სერვისების პოპულარიზაცია და ამ სერვისების გაყიდვების მაქსიმიზაცია, აგრეთვე მომხმარებელზე ორიენტირებული, პროცედურულად გამართული, მოთხოვნადი სერვისების და პირველადი საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა, სტატისტიკის წარმოება.“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“-„მ“ ქვეპუნქტები:

„ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული სერვისების უწყვეტი განვითარება და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა;

თ) პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობისა და უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფა;

ი) პარტნიორ ორგანიზაციებთან გამართული და ეფექტიანი კომუნიკაციისა და  თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

კ) ახლად დანერგილი სერვისების მაღალი ხარისხით მართვა და განვითარება;

ლ) საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების განვითარება;

მ) მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხიანი დამუშავება.“;

დ) მე-3 პუნქტის:

დ.ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების ძიება;“;

დ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“-„ჰ3“ ქვეპუნქტები:

„უ) არასააღსრულებო  სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობის ძიება;

ფ) მომხმარებელთა მოთხოვნის შესწავლა;

ქ) სერვისების განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით იდეების პროექტებად ჩამოყალიბება; პროექტების ტესტირება და შემდგომი დანერგვა;

ღ) სერვისების ფასწარმოქმნის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება;

ყ) დამტკიცებული იდეების/პროექტების განხორციელების  უზრუნველყოფა;

შ) აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სერვისების სფეროში საქმიანობის ერთიანი პრაქტიკის დადგენის მიზნით რეკომენდაციის შემუშავება;

ჩ) პროგრამულ უზრუნველყოფაში ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობებისა ხარვეზებისა და განვითარების შესაძლებლობების ძიება;

ც) პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობების განვითარებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;

ძ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა:

წ) ახლად დანერგილი სერვისების მართვასა და განვითარებაზე მონიტორინგი:

ჭ) პარტნიორ ორგანიზაციებთან (როგორც საჯარო დაწესებულებებთან, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან) ურთიერთობების წარმართვა და მათი განვითარება;

ხ) სერვისების განვითარების მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან სამუშაოების დაგეგმვა  და განხორციელება;

ჯ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის პირველადი კონსულტაციების გაწევა აღსრულებისა და არასააღსრულებო სერვისების ძირითადი პროცედურების, პირობებისა და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე;

ჰ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებული პირების აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრის ორგანიზება;

1) აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;

2) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ზოგადი და მოთხოვნილი თემატიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათზე დაყრდნობით სხვადასხვა საჭირო ანალიზის მომზადება;

3) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან;  თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება.“;

ე) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6  პუნქტები:

„5. სამსახურის შემადგენლობაში შედის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილება.

6. მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის „ჯ“-„ჰ2“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

11. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ეკონომიკური სამსახური“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეკონომიკური სამსახურის მიზანია ბიუროს ფინანსური მხარდაჭერა, შესყიდვების განხორციელება, ბიუროს თანამშრომლებისათვის მუშაობის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პირობების შექმნა.“;

გ) მე-2 პუნქტის:

გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“-„თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა-ნაგებობების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;

თ) აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ტრანსპორტირების საკითხის უზრუნველყოფა; 

ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეურნეო-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.“;

დ) მე-3 პუნქტის:

დ.ა) „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) გათბობისაა და კონდიცირების სისტემების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის ელექტროენერგიის და წყლის უწყვეტად მიწოდებისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;“;

დ.გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“-„ჰ3“ ქვეპუნქტები:

„ღ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მომარაგება საკანცელარიო ნივთებით, საორგანიზაციო ტექნიკითა და მოწყობილობებით და მუშაობისთვის აუცილებელი სხვა ინვენტარით;

ყ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა-ნაგებობების ინვენტარის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

შ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

ჩ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახანძრო და სხვა ტიპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ც) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომლების ტრანსპორტირებითა და საჭირო ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა;

ძ) აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

წ) სააღსრულებო წარმოების პროცესში დაყადაღებული ნივთების აღრიცხვა და დაცვის უზრუნველყოფა;

ხ) ავტოპარკის და დაყადაღებული მანქანების ავტოსადგომის მართვა;

ჯ) სასაწყობე მეურნეობის მართვა; აუცილებელ მინიმალურ ნაშთებზე ბიუროს თავმჯდომარისთვის ინიციატივების წარდგენა და ნაშთების კონტროლი;

ჰ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის უზრუნველყოფა;

1) აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება;

2) აღსრულების ეროვნულ ბიუროში დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;

3) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან;  თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება.“;

ე) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლოჯისტიკის განყოფილება;“;

ვ) მე-5-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ი“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

6. ანგარიშსწორების  განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“-„ზ“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

7. ლოჯისტიკის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“-„ჰ2“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

8. შესყიდვების  განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „პ“-„უ“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

9. ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის მენეჯერი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“-„ო“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

13. 22-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახური“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის მიზანია თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობისა და შრომითი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისას საქმეების წარმოებისა და დასრულების ვადების მინიმუმამდე შემცირება.“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტები:

„დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებში გამოვლენილი ვადების დარღვევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის შესახებ გამოვლენილი ფაქტების ანალიზი;

ვ) ვადების დარღვევების შემთხვევების პრევენცია.“;

დ) მე-3 პუნქტის:

დ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სააღსრულებო საქმეებში წარმოების ვადების დაცვისა და საქმეების მიმდინარეობის სტატუსების მონიტორინგი;“;

დ.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“-„ჟ“  ქვეპუნქტები:

„ი) საქმეების გართულებულ საქმეთა კატეგორიაში გადასვლის წინაპირობების კვლევა და გამოკვეთილი მიზეზების აღმოფხვრის შესაძლებლობის დადგენა;

კ) აღსრულების დამაბრკოლებელი ზოგადი და ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების ან ფორმალური მიზეზების კვლევა და ანალიზი, მათი შემდგომი აღმოფხვრის შესაძლებლობების დადგენის მიზნით;

ლ) დარღვევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისა და პრევენციის მიზნით, ვადების დარღვევის ანალიზისათვის საჭირო სისტემის გამართვა, ანალიზის მეთოდებისა და მიდგომების ჩამოყალიბება/განახლება;

მ) დარღვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ინფორმაციის მოძიება;

ნ) ვადების დაცვის ხარისხის დადგენის მიზნით საქმეების შერჩევით გაცნობა;

ო) ვადების დარღვევის გამოვლენილ მიზეზებსა და შემთხვევებზე პერიოდული ანგარიშის მომზადება, ასევე დარღვევების პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება შესაბამის საბჭოზე წარსადგენად;

პ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან.“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახური უშუალოდ ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 18 აპრილიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი